> <> <




ღმერთი არს ჩვენთან
სექციის კატეგორიები
მრწამსი [1]
ათი მცნება [1]
ცხრა ნეტარება [1]
მარხვის არსი [1]
ახალი აღთქმა [3]
ბიბლია [2]
გალობა [9]
ლოცვები [7]
მოძღვრის რჩევები [26]
ვიდეო ქადაგებები [41]
ბიოგრაფიები [4]
წმინდანების ცხოვრება [4]
სასწაულები [19]
სხვა [18]
ჩემი პატრიარქი [0]
წმინდანები [3]
შესვლის ფორმა

უფალი გფარავდეთ
ძებნა
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 30 » წმინდა გიორგი
17:44
წმინდა გიორგი
 
 
წმინდა გიორგი III საუკუნეში კაბადოკიაში, წარჩინებულ და დიდგვაროვან ოჯახში დაიბადა. ამ პერიოდში საბერძნეთს იმპერატორი დიოკლეტიანე განაგებდა.
კერპთაყვანისმცემელი იმპერატორი ქრისტიანების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. მისი მეფობის პერიოდში ქრისტეს მიმდევრები იდევნებოდნენ და რწმენისათვის საკუთარი სიცოცხლით აგებდნენ პასუხს.
საიმპერატორო ჯარის მხედარმთავარი და სამეფო კართან დაახლოვებული გიორგი თავისი მდგომარეობის მიუხედავად, ღიად აღიარებდა ქრისტიანობას, რომელსაც იგი ბავშვობაშივე მშობლებმა აზიარეს.
გიორგი ტოვებს იმპერატორის სასახლის კარს, თავის ქონებას ღარიბებს ურიგებს და ქრისტიანობას ქადაგებს ხალხში. საკუთარი მხედარმთავრის თამამ საქციელს დიოკლეტიანეს რისხვა და გიორგის დატყვევება მოჰყვება.
იმპერატორის მკაცრი მოთხოვნის მიუხედავად, გიორგიმ არ უარყო ქრისტიანობა. უფლის ნებით მან ხანგრძლივ წამებას გაუძლო: გიორგი გაამათრახეს, ხმლით დაჭრეს, ბორბალზე გააკვრეს, ცხელი კირის ორმოში ჩააგდეს, გავარვარებული რკინის ქალამნები ჩააცვეს და აიძულეს ერბინა. მაგრამ ღმრთის წყალობით მოწამეს ანგელოზი იცავდა და გიორგის ჭრილობები უშუშდებოდა.
ქრისტეს სარწმუნოებისთვის თავდადებულ გიორგის ღმერთმა სასწაულების ჩადენის ძალა მიჰმადლა. წმინდანმა უამრავი ადამიანი განკურნა და დიოკლეტიანეს მოთხოვნით მკვდარიც კი გააცოცხლა. ამ სასწაულების ასრულებისას ბევრმა იწამა ქრისტე, მათ შორის იყო იმპერატორის მეუღლე-დედოფალი ალექსანდრა.
ხანგრძლივი წამების შემდეგ იმპერატორმა გიორგის სასახლის კარზე დაბრუნება, სიმდიდრე და ძალაუფლება შესთავაზა. ამის პასუხად ,,ქრისტეს მხედარმა” წარმართულ სამლოცველოში ქურუმებისა და მლოცველების თვალწინ კერპები ლოცვითა და ჯვრის გამოსახვით დაამსხვრია. განრისხებულმა იმპერატორმა დიოკლეტიანემ ბრძანა გიორგისთვის თავი მოეკვეთათ.
წმინდა გიორგი მოწამეობრივად აღესრულა 305 წლის 23 აპრილს (ახ. სტილის 6 მაისი). ამ დღეს მთელი მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს გიორგობას. საქართველოში კი, სადაც წმინდა დიდმოწამე გიორგის კულტი განსაკუთრებით ძლიერია, ასევე აღინიშნება მისი ბორბალზე წამების დღეც – 23 ნოემბერი (ძვ. სტილით 10 ნოემბერი). ამ დღეს ყველა ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება.
კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 1165 | დაამატა: tokatoka | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
1 tokatoka  
0
es unda icodes yvelam da vinc ar icis waikitxet wink

სახელი *:
Email *:
კოდი *:




ღმერთი არს ჩვენთან
საეკლესიო კალენდარ
გალობები
სტატისტიკა

ამჯამად საიტზეა 1
სტუმარი: 1
ადმინი 0
www.wsa.ge
 



©  2010-2011