> <> <




ღმერთი არს ჩვენთან
სექციის კატეგორიები
მრწამსი [1]
ათი მცნება [1]
ცხრა ნეტარება [1]
მარხვის არსი [1]
ახალი აღთქმა [3]
ბიბლია [2]
გალობა [9]
ლოცვები [7]
მოძღვრის რჩევები [26]
ვიდეო ქადაგებები [41]
ბიოგრაფიები [4]
წმინდანების ცხოვრება [4]
სასწაულები [19]
სხვა [18]
ჩემი პატრიარქი [0]
წმინდანები [3]
შესვლის ფორმა

უფალი გფარავდეთ
ძებნა
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 30 » მამა გაბრიელი: “ბრძანების გამცემი უფრო სცოდავს, ვიდრე შემსრულებელი”
21:42
მამა გაბრიელი: “ბრძანების გამცემი უფრო სცოდავს, ვიდრე შემსრულებელი”

უკვე ოცი საუკუნეა, რაც საქართველოში ქრისტიანობა შემოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ ხალხსა და წინაპრებს შორის რწმენის მხრივ დიდი სხვაობაა, საბედნიეროდ, ღვთის რწმენა ჩვენში დღესაც მყარია. ალბათ სულიერი მამების ცხოვრების მიმართ ხალხის დიდი ინტერსიც სწორედ აქედან მომდინარეობს. დღეს მამა გაბრიელის ცხოვრების შესახებ გიამბობთ.

ბერი მამა გაბრიელი თბილისში 1929 წლის 26 აგვისტოს დაიბადა. ერისკაცობაში ის გოდერძი ვასილის ძე ურგებაძედ მოიხსენიებოდა. ახლობლები მას ვასილისაც ეძახდნენ, რადგან მამა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა. ობლად დარჩენილ ბიჭს უჩვეულოდ უყვარდა დედა, შემდგომში მონოზონი ანა. მას ერთი ძმა და ორი და ჰყავდა. ის თბილისის 24-ე ვაჟთა სკოლაში სწავლობდა.

მამა გაბრიელი ბავშვობაში მეზობლების ჩხუბს შეესწრო, ერთმა ქალმა მეორეს უთხრა: "რა ჯვარს მაცვი იესოსავით”. გაკვირვებულმა იკითხა, ქრისტე რატომ აცვეს ჯვარსო. პასუხი ვერავინ გასცა. ურჩიეს ეკლესიაში წასულიყო. სამწუხაროდ, ეკლესია დაკეტილი დახვდა. მან გადაწყვიტა ფული შეეგროვებინა და იესოს ცხოვრებაზე წიგნი შეეძინა. უკვე 12 წლის ასაკში გოდერძი ურგებაძე კარგად ფლობდა სახარებასა და იესოს ცხოვრებას. სწორედ ამ დროს მივიდა  იგი სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერში. დედებმა იგი დააპურეს, მაგრამ ღამე არ გაათევინეს. ბერმა მონასტრის ჭიშკართან დაიძინა და ღვთისმშობელ მარიამს სთხოვა ისე არ წასულიყო ამ ქვეყნიდან, რომ ამ მონასტრის სენაკში არ ეცხოვრა. ასეც მოხდა, სიცოცხლის ბოლო წლები სამთავროს მონასტერში გაატარა.

ბერი მამა გაბრიელი სამხედრო-სავალდებულო სამსახურში (ბათუმში) გაიწვიეს, მას მძიმე და დატვირთული დღის რეჟიმი ჰქონდა. როგორც მისი ახლობლები იხსენებენ, იგი ტაძარში შევიდა და წმინდა ნიკოლოზს სთხოვა, რომ დრო მიეცა ეკლესიაში სასიარულოდ. მეორე დღეს გოდერძი გამოიძახეს და უთხრეს: "დამტარებლად გნიშნავთო”, რაც იმას ნიშნავდა, რომ საკმარისი დრო დარჩებოდა ეკლესიაში სასიარულოდ. მღვდელმა ის ჩუმად აზიარა. მამა გაბრიელი ოთხშბათსა და პარასკევს მუცლის ტკივილს იმიზეზებდა ხორცი რომ არ ეჭამა.

ჯარიდან დაბრუნებბულს ოჯახის წევრებმა ცოლის მოყვანა დაუპირეს და ერთი ლამაზი გოგონა მოუყვანეს. ხმაც არ ამოუღია, ჩუმად იჯდა და თავი მოიგიჟიანა. თავისი ფეხით წავიდა ფსიქიატრიულში. ამ დროს უღმერთობის ჟამი სუფევდა საქართველოში, მან კი ღვთის დიდებაზე დაიწყო ქადაგება. ექიმებმა მამა გაბრიელს სულიერი აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს და ოჯახში დედის ზედამხედველობის ქვეშ დააბრუნეს. მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ გოგონას თავისი ნებით ეთქვა ქორწინებაზე უარი.


მამა გაბრიელმა თავის ეზოში ეკლესიის შენება დაიწყო. ბერი ყოველთვის ამბობდა: "ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი მამა ვერ იქნებაო”.
კომუნისტების დროს მისი ხელით აშენებულ ეკლესიის ნაწილს ხშირად უნგრევდნენ, მეორე დღეს უკან მოდიოდნენ და ჩუმად ფულს სთავაზობდნენ იმისათვის, რომ დანგრეული ნაწილი ისევ აეშენებინა.

ერთ დღეს მასთან მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელი მივიდა. მამა გაბრიელს მათი მიზნის ამოცნობა არ გასჩირვებია, ხმის ამოღებაც არც აცალა, ისე უთხრა: "მე არ დავანგრევ, თქვენ თუ გინდათ და შეძლეთ დაანგრიეთ”. შეშინებული წასულან და მუშები მოუყვანიათ, ბერს კიდევ ერთი რამ უთქვამს: "ბრძანების გამცემი უფრო სცოდავს, ვიდრე შემსრულებელი”. ამჯერად უფრო შეშინდნენ და გაბრუნდნენ. 

მამა გაბრიელს ყოველთვის ჰქონდა ეკლესიისადმი მიდრეკილება, მისი ბავშვობის მეგობრები იხსენებენ: "ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში დავდიოდით, როცა ის ასანთის ღერებით ეკლესიებს აშენებდა. ისე დაამთავრა ბაღი და ვაჟთა სკოლა, რომ არც ერთ მასწავლებლს მისთვის შენიშვნა არ მიუცია”.

ბერმა მინისტრთა საბჭოს შენობაზე აღმართულ 12 მეტრიან ლენინის სურათს ნავთი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ეს ამბავი 1965 წლის 1 მაისს, კომუნისტების დროს მოხდა. სასულიერო პირი სახელმწიფო უშიშროების საგამომძიებლო განყოფილების წარმომადგენლებმა დააკავეს და თბილისის #1 იზოლატორში შეასახლეს. მისი დანაშაული კვალიფიცირდებოდა, როგორც ანტისაბჭოური პროპაგანდა.

დაკითხვისას მამა გაბრიელმა განაცხადა: ”ეს ჩავიდინე იმისათვის, რომ იქ უნდა ეკიდოს იესოს ჯვარცმა და არა ლენინის სურათი. მიწიერი ადამიანის გაღმერთება არ შეიძლება, რას დაგიწერიათ "დიდება ლენინს”, კაცს რად უნდა დიდება?! იქ უნდა ეწეროს "დიდება იესო ქრისტეს”.

ამ განცხადებამ საგამოძიებო ორგანოებში ეჭვი დაბადა მის სულიერ ჯანმრთელობაზე,  რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1965 წლის 3 აგვისტოს განაჩენით გადაგზავნილი იქნა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ექსპერტიზაზე, სადაც ბერმა ორი თვე დაჰყო. მას ასეთი დიაგნოზი დაუსვეს: "ფსიქიატრიული პიროვნება, მიდრეკილება აქვს შიზოფრენიის მაგვარი ფსიქოზური ჩავარდნებისკენ. . . თავისთვის ბუტბუტებს დაბალი ხმით, სწამს არსებობა ზეციური არსისა, ღმერთისა, ანგელოზებისა. საუბრის ძირითადი ღერძი ყოველთვის იქითკენაა მიმართული, რომ ღმერთის წყალობითაა ყველაფერი. თუკი ვინმე გამოელაპარაკება, უსათუოდ უხსენებს ღმერთს, ანგელოზებს და ხატებს”.

სწორედ რომ ამ მცდარმა დიაგნოზმა იხსნა არქიმანდრიტი გაბრიელი დახვრეტისაგან.

თავის დროზე ბერის ცხოვრებით მოსკოველი მკვლევარი ვალერია ალფეევა დაინტერესდა. იგი ბერს შეხვდა, გაეცნო მის ცხოვრებას და გამოსცა წიგნი "წოდებულნი, მორწმუნენი, რჩეულნი”. ავტორმა წიგნში მთლიანად შეიტანა ბერის მოღვაწეობისა და ცხოვრების დეტალები.

მამა გაბრიელი ყველას ეუბნებოდა: "წინასწარმეტყველებაც რომ მქონდეს, ყოველი საიდუმლო და მთელი ცოდნაც რომ ვუწყოდე, სრული რწმენაც რომ მქონდეს, მთების გადაადგილება რომ შემეძლოს, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნეოდი”.

ასეთი რწამსით განვლო არქიმანდრიტმა ღვთისაგან ბოძებული სიცოცხლე, რომლის ბოლო დღე 1995 წლის 2 ნოემბერი აღმოჩნდა. ამ დღეს მის სენაკში თავი მოიყარეს ბერ-მონაზვნობამ და მისმა ნათესავებმა. ყველასთვის ძნელი იყო მასთან განშორება. ღმერთმა მას ალბათ დიდი ერთგულებისა და სიყვარულის გამო, გარდაცვალების შემდეგ კურნების ძალა მიანიჭა. ამიტომაცაა, რომ მის საფლავთან ხალხის ნაკადი არ წყდება. მცხეთაში უამრავი უცხოელი ჩამოდის იმისთვის, რომ თუნდაც ერთხელ შეეხოს მისი სასწაულმოქმედი საფლავის მიწას და ზეთი იცხოს, რომ განიკურნოს სულიერად და ფიზიკურად.

მცხეთის დედათა მონასტრის მონოზვნებს სწამთ, რომ მამა გაბრიელის უხრწნელი სხეული დიდი მომავლის და იმედის მომცემია საქართველოსთვის და იგი აღსდგება.


masala moamzada:janelidze lasham

კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 1521 | დაამატა: boys | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 tokatoka  
0
kargia smile

სახელი *:
Email *:
კოდი *:




ღმერთი არს ჩვენთან
საეკლესიო კალენდარ
გალობები
სტატისტიკა

ამჯამად საიტზეა 1
სტუმარი: 1
ადმინი 0
www.wsa.ge
 



©  2010-2011