> <> <




ღმერთი არს ჩვენთან
სექციის კატეგორიები
მრწამსი [1]
ათი მცნება [1]
ცხრა ნეტარება [1]
მარხვის არსი [1]
ახალი აღთქმა [3]
ბიბლია [2]
გალობა [9]
ლოცვები [7]
მოძღვრის რჩევები [26]
ვიდეო ქადაგებები [41]
ბიოგრაფიები [4]
წმინდანების ცხოვრება [4]
სასწაულები [19]
სხვა [18]
ჩემი პატრიარქი [0]
წმინდანები [3]
შესვლის ფორმა

უფალი გფარავდეთ
ძებნა
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 12 » ხონისა და სამტრედიის ეპარქია
20:40
ხონისა და სამტრედიის ეპარქია


ხონისა და სამტრედიის ეპარქია



ხონისა და სამტერდიის ეპარქია დასავლეთ საქართველოში ისტორიული იმერეთის სამეფოს ცენტრალურ ნაწილში, ვაკე იმერეთში მდებარეობს. იგი ხონს, სამტრედიასა და მათ მიმდებარე ტერიტორიებს, მდინარეების რიონსა და ცხენისწყალს შორის მდებარე სივრცეს მოიცავს. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ქუთაის-გაენათისა და ვანი-ბაღდათის, დასავლეთიდან ჭყონდიდის, ჩრდილოეთიდან ცაგერისა და ლენტეხის, სამხრეთიდან შემოქმედის ეპარქიები.

ტრადიციულად კოლხეთის ცენტრალური ნაწილი, ისტორიული ვაკე იმერეთი, დასავლეთ საქართველოში ქვეყნის სიძლიერისა და სახელმწიფოებრიობის მტკიცე დასაყრდენი იყო. ყველა, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც დასავლეთ საქართველოში აღსრულებულა, ამ კუთხის ისტორიასაც უკავშირდება.

იმერეთის ცენტრალური საერისთავოსა და სამეფოს ერთ-ერთი სადროშოს შესაფერისი საეკლესიო აღიარებაც სჭირდებოდა. ხონის ეპარქიის ჩამოყალიბება XVI ს-ში იმერეთის რეფორმატორ მეფე ბაგრატ III-ს (1510-1565) უკავშირდება. ხონის ახლადჩამოყალიბებული ეპარქიის პირველი მღვდელმთავარი მანოელ ჩხეტიძე იყო, რომელიც 1529 წ. დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსმა მაქსიმე აბაშიძემ აკურთხა მღვდელმთავრად. სამეფო დომენში შემავალი ხონის ეპარქია თავიდანვე სამეფო ოჯახის განსაკუთრებული მზრუვნელობის ქვეშ იყო. ხონელი მღვდელმთავარი კი გავლენიან ეპისკოპოსად ითვლებოდა სამეფოში და მისი სამწყსო ტერიტორია თავიდანვე საკმაოდ განვრცობილი იყო. XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე ხონის მონასტერთან საკმაოდ დიდი სამრევლო სკოლა და ფიზიკური ნაკლის მქონე ბავშვებისათვის 100 ადგილიანი საავადმყოფო (სასაპყრე) არსებობდა, სადაც ეპარქიის ხარჯზე იზრდებოდნენ ბავშვები.

ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ დაწყებული ცნობილი იმერეთის აჯანყების დროს ხონელი მთავარეპისკოპოსი ანტონ ჩიჯავაძე მოვლენათა შუა გულში აღმოჩნდა. აჯანყების ჩახშობის შემდეგ ხონის ეპარქიაც გააუქმეს, მღვდელმთავარი კი ეპარქიიდან გააძევეს. მიუხედავად მძლავრი ზეწოლისა XIX ს. ბოლო მესამედში იმერეთის ეპისკოპოსის წმინდა გაბრიელ ქიქოძის (1860-1896 წწ.) მოღვაწოების დროს ხონის ეპარქიის ტერიტორიაზე მრავალი ეკლესია აღდგა და განახლდა, ამ მხარეში ბოლომდე შენარჩუნებულიყო ქრისტიანული ცხოვრება. 1917 წ. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ხონის ეპარქიის ტერიტორია განახლებულ ქუთაის-გაენათელის ეპარქიის შემადგენლობაში ითვლებოდა. წმინდა სინოდის 1995 წ. 5 აპრილის გადაწყვეტილებით ქუთაის-გაენათის ეპარქიის სამწყსოს ტერიტორიის საფუძველზე კიდევ ორი სამღვდელმთავრო კათედრა ჩამოყალიბდა: ხონისა და ვანისა და ბაღდათის. ხონელი ეპისკოპოსის არჩევამდე ახლადდაარსებულ ეპარქიას შეთავსებით მართავდა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე. 1996 წ. ნოემბრიდან ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად დადგენილი იქნა ეპისკოპოსი საბა გიგიბერია (ამჟამად მთავარეპისკოპოსი).
კატეგორია: სხვა | ნანახია: 940 | დაამატა: boys | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:




ღმერთი არს ჩვენთან
საეკლესიო კალენდარ
გალობები
სტატისტიკა

ამჯამად საიტზეა 1
სტუმარი: 1
ადმინი 0
www.wsa.ge
 



©  2010-2011