> <> <




ღმერთი არს ჩვენთან
სექციის კატეგორიები
მრწამსი [1]
ათი მცნება [1]
ცხრა ნეტარება [1]
მარხვის არსი [1]
ახალი აღთქმა [3]
ბიბლია [2]
გალობა [9]
ლოცვები [7]
მოძღვრის რჩევები [26]
ვიდეო ქადაგებები [41]
ბიოგრაფიები [4]
წმინდანების ცხოვრება [4]
სასწაულები [19]
სხვა [18]
ჩემი პატრიარქი [0]
წმინდანები [3]
შესვლის ფორმა

უფალი გფარავდეთ
ძებნა
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 27 » "ქართლის ცხოვრება"
18:49
"ქართლის ცხოვრება"


"ქართლის ცხოვრება" არის საისტორიო თხზულებათა კრებული, რომელშიც მოთხრობილია ქართველი ერის ისტორია.

იგი მატიანეა, შედგენილი XI საუკუნეში ქართველი მწიგნობრისა და საეკლესიო მოღვაწის - რუისის მთავარეპისკოპოსის ლეონტი მროველის მიერ. "ქართლის ცხოვრების" უძველესი ნაწილი მოიცავდა ხუთ თხზულებას. შემდგენელის დაწყებული საქმე შემდგომში სხვებმა გააგრძელეს და დაუმატეს ახალი თავები. ამ თხზულებათაგან მხოლოდ ორის ავტორის სახელია ცნობილი; ერთია სუმბატ დავითის ძე, მეორე კი - ბასილი ეზოსმოძღვარი, სხვა ავტორებს პირობითად ეწოდებათ დავითის ისტორიკოსი, თამარის ისტორიკოსი, ლასასდროინდელი მემატიანე და ჟამთააღმწერელი, რომლის თხზულება გიორგი ბრწყინვალის მეფობის ამბებზე წყდება. ამ თხზულებით მთავრდება "ქართლის ცხოვრების" ძველი ციკლი. ასე უწოდებენ ამ თხზულების მოცემულ ნაწილს, რადგან მას შემდეგ გამგრძელებელი აღარ გამოსჩენია და ამ ხარვეზის შევსება მხოლოდ ვახტანგ VI-მ სცადა და იმ დროს შედგა XIV-XVII სს.-ების საქართველოს ისტორია, ანუ "ქართლის ცხოვრების" "ახალი ციკლი".

"ქართლის ცხოვრების" ერთ-ერთი უძველესი ნუსხა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, XV საუკუნეშია გადაწერილი და მას ანასეულს უწოდებენ, რადგან, როგორც გადამწერის ანდერძი იუწყება, კახეთის მეფის, ალექსანდრეს მეუღლის, ანას, უშუალო დაკვეთით გადაუწერიათ ეს ხელნაწერი. ამავე ანდერძში მოხსენებული ისტორიული პირების მეშვეობით ირკვევა ხელნაწერი წიგნის დამზადების თარიღიც. წიგნი გადაწერილია 1479-1495 წლებში.

ანასეული ხელნაწერი ნაწერია ლამაზი ხელით, მსხვილი მხედრული ასოებით. ძირითადი ტექსტი შავი მელნითაა ნაწერი, სათაურები და მნიშვნელოვანი ადგილები კი - სინგურით, ანუ წითელი ფერის მელნით.

ხელნაწერი ბაგრატიონთა სახლის კუთვნილება უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოგვიანებიათ იგი ჯამბაკურ-ორბელიანების კუთვნილება გამხდარა და სოფელ ლამისყანაში მოხვედრილა. 1913 წელს ლამისყანაში ა. ჯამბაკურ-ორბელიანს ეწვია ახალგაზრდა, მაგრამ უკვე სახელგანთქმული მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი. მასპინძლის საგვარეულო წიგნსაცავის დათვალიერებისას იგი წააწყდა "ქართლის ცხოვრების" ანასეულ ნუსხას. წიგნი დაზიანებული იყო: დასაწყისი ფურცლები თაგვისაგან იყო დაღრღნილი, ბოლო მოხეული ჰქონდა, ფურცლებს არშიები ჩამოჭრილი ჰქონდა, ალბათ ჩამონაჭრებს ბარათებისათვის იყენებდნენ. წიგნს ჰქონდა ყდა, რომელიც გვიანდელი უნდა ყოფილიყო, რადგან მხოლოდ შეჭრილ-შეკვეცილ ფურცლებს ფარავდა.

ივანე ჯავახიშვილისათვის ნათელი გახდა, თუ რაოდენ ძვირფასი და მნიშვნელოვანი იყო ქართული საისტორიო მწერლობისათვის ზემოხსენებული ხელნაწერი წიგნი. მასპინძელმა სტუმარს უსახსოვრა თავისი წიგნსაცავის "ქართლის ცხოვრება".

გულდასმით შესწავლამ ნათელი გახადა, რომ ეს ნუსხა შეიცავს თხზულებებს: მეფეთა ცხოვრებას, არჩილის წამებას, ვახტანგ გორგასლის ისტორიას, მატიანეს ქართლისას და ლაშა-გიორგის დროინდელ მატიანეს, რომელიც მხოლოდ ამ ხელნაწერით არის ცნობილი და ანასეულ "ქართლის ცხოვრებას" განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ეს მატიანე შეიცავს დემეტრე მეფის, გიორგი მესამის, თამარისა და ლაშა გიორგის მეფობათა მოკლე ისტორიას.

ივანე ჯავახიშვილმა შეისწავლა ანასეული "ქართლის ცხოვრება" და 1927 წელს გამოსცა ლაშა გიორგის დროინდელი მატიანე.

ანა დედოფლისეული "ქართლის ცხოვრების" ხელნაწერი ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

masalis avtori:janelidze lasha

კატეგორია: სხვა | ნანახია: 1154 | დაამატა: boys | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:




ღმერთი არს ჩვენთან
საეკლესიო კალენდარ
გალობები
სტატისტიკა

ამჯამად საიტზეა 1
სტუმარი: 1
ადმინი 0
www.wsa.ge
 



©  2010-2011