> <> <




ღმერთი არს ჩვენთან
სექციის კატეგორიები
მრწამსი [1]
ათი მცნება [1]
ცხრა ნეტარება [1]
მარხვის არსი [1]
ახალი აღთქმა [3]
ბიბლია [2]
გალობა [9]
ლოცვები [7]
მოძღვრის რჩევები [26]
ვიდეო ქადაგებები [41]
ბიოგრაფიები [4]
წმინდანების ცხოვრება [4]
სასწაულები [19]
სხვა [18]
ჩემი პატრიარქი [0]
წმინდანები [3]
შესვლის ფორმა

უფალი გფარავდეთ
ძებნა
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 18 » †ბოდბის მონასტერი†
16:15
†ბოდბის მონასტერი†
† ბოდბის მონასტერი
ბოდბის მონასტერი გამორჩეულია საქართველოს სულიერ ცხოვრებაში. ამის მიზეზი კი ისაა, რომ აქ განისვენებს ქართველთა განმანათლებელი, მოციქულთა სწორი ნინო. პირველი ტაძარი წმინდანის საფლავზე მეფე მირიანმა ააგო. ტაძარი დიდი და ყოველმხრივ შემკული ყოფილა. იმ დროიდან მოყოლებული ბოდბის მონასტერი ქართველ მეფეთა და დიდებულთა უპირველესი ზრუნვის საგანს წარმოადგენდა.

V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა ტაძარი გააფართოვა და გაამშვენა, სამნავიანი ბაზილიკის სახე კი VII-IX საუკუნეებში მიიღო. XII საუკუნეში დავით აღმაშენებლის ძემ - დემეტრე პირველმა კიდევ ერთხელ განაახლა წმინდა ნინოს განსასვენებელი. 

მოციქულთა სწორის ტაძარი იმდენად პატივცემული იყო, რომ მონღოლებმა, რომელთაც მიწასთან გაასწორეს მთელი ქვეყანა, ხელი არ ახლეს ბოდბის ტაძარს.

წმინდა ნინოს საფლავი 

წმინდა ნინო
შუა საუკუნეებში, როცა საქართველო დაქუცმაცდა სამეფო-სამთავროებად, ამ ტაძარში იკურთხებოდნენ კახეთის მეფეები. სხვათა შორის, ბოდბის მონასტერში თეიმურაზ I აღსაყდრებას თავად შაჰ-აბასიც კი დასწრებია, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რამოდენიმე წლის შემდეგ მონასტერი დაერბია, რომელიც შემდეგ თეიმურაზ I აღადგინა.

ბოდბის მონასტერი ოდითგანვე არა მარტო სულიერ, არამედ კულტურულ-საგანმანათლებლო კერასაც წარმოადგენდა. XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან აქ მოქმედებდა სასულიერო სასწავლებელი, სადაც საღვთისმეტყველო საგნებთან ერთად საერო მეცნიერებებიც ისწავლებოდა. აქვე იყო საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი წიგნთსაცავი. 

იოანე ბოლნელი
თავდაპირველად, ბოდბეში მამათა მონასტერი იყო. მონასტერი ბოდბის ეპარქიაში შედიოდა, რომლის ერთ-ერთი თვალსაჩინო მღვდელმთავარიც იყო იოანე ბოლნელი (მაყაშვილი). მან კიდევ ერთხელ შეამკო და გაამშვენა სავანე, მოხატა ტაძარი, გააკეთა ახალი კანკელი, ააშენა საეპისკოპოსო სასახლე და კარის ეკლესია. მაგრამ იოანე ბოლნელის გარდაცვალების შემდეგ ეგზარქოსებმა საერთოდ გააუქმეს ბოდბის ეპარქია, რასაც სემინარიის დახურვაც მოჰყვა. ამის შემდეგ მონასტერს არქიმანდრიტები განაგებდნენ. მათ შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს არქიმანდრიტ მაკარის. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას ქართული გალობის აღორძინებას აქცევდა. ამ საქმისათვის საგანგებოდ მოიწვია მღვდელი გრიგოლ კარბელაშვილი და გალობის სკოლა გამართა.

XIX საუკუნის ბოლოს ეგზარხოსებისაგან მივიწყებულ და უპატრონოდ დარჩენილ სავანეს დიდი ამაგი დასდო ცნობილმა ჰაგიოგრაფმა და ხატმწერმა მიხეილ საბინინმა (საბინაშვილმა). მან წმინდა ნინოს საფლავის ძველი ქვა მარმარილოს ლუსკუმით* შეცვალა. მანვე ჩაუყარა საფუძველი აქ დედათა მონასტრის გახსნას.

თამარ მარჯანიშვილი
ნინო ვაჩნაძე
მავე საუკუნის მიწურულს რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მესამე ეწვია ამ ადგილს და მისი ბრძანებით ბოდბეში დედათა მონასტერი გაიხნა. სხვადასხვა დროს მისი წინამძღვრები იყვნენ თამარ მარჯანიშვილი და ნინო ვაჩნაძე. XX საუკუნის დასაწყისში მონასტრის დების რიცხვი სამასს აღწევდა. აქვე მოქმედებდა კეთილშობილ ქალთა სასწავლებელი.

მონასტერში ქსოვდნენ ხალიჩებს, ქარგავდნენ, ჰყავდათ საქონელი, ეწეოდნენ მეფუტკრეობას, უვლიდნენ ბოსტანს.

1924 წელს კომუნისტებმა მონასტერი დახურეს. მისი უკანასკნელი წინამძღვარი ნინო ვაჩნაძე იყო, რომელიც მონასტრის ეზოში განისვენებს.

კომუნისტების მიერ დარბეული მონასტერი კვლავ აღდგა 1991 წელს. ამჟამად მონასტერში ოცდაათამდე მონაზონი და მორჩილი მოღვაწეობს. მონასტრის წინამძღვარია დედა თეოდორა.
წმ. ზაბულონისა და წმ. სოსანას ტაძარი წყაროზე
ვერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი
ღვთისმოსავ ადამინათა შემწეობით ხდება სავანის აღორძინება: შეიმკო და გამშვენდა წმინდა ნინოს საფლავი, წმინდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულ წყაროზე აიგო განსაბანი და წმინდა ზაბულონისა და წმინდა სოსანას სახელობის პატარა ტაძარი. მონასტერს აქვს საკუთარი მეურნეობა, მოქმედებს ხატწერისა და ხელსაქმის სახელოსნოები. გარდა ამისა, დები ქართული მონასტრებისათვის ტრადიციულად დამახასიათებლ მწიგნობრულ მოღვაწეობასაც ეწევიან: უძველეს ხელნაწეთა საფუძველზე გამოსაცემად ამზადებენ საღვთისმსახურო წიგნებს. მომავალში განზრახულია გოგონათა სასწავლებლის აღდგენა.

მონასტრის ერთ-ერთ სიწმიდეს წარმოადგენს ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი. ხატს კომუნისტების დროს საავადმყოფოდ გადაკეთებულ მონასტერში რენტგენის კაბინეტში მაგიდად იყენებდნენ. ღვთისმშობელი ერთ ექიმ ქალს გამოეცხადა და ხატის თავის ადგილზე გადასვენება უბრძანა. ერთხელ ერთმა ურწმუნო კაცმა ამ ხატის შეურაცხყოფა სცადა და დანით დასერა სახე, რისთვისაც მკაცრად დაისაჯა და სრულიად ჯანმრთელი მოულოდნელად გარდაიცვალა.
განსაბანი წყაროზე 
წყაროზე ჩასასვლელი 
მონასტრის უკანა ეზო
ხალიჩების ქსოვა 
მონასტრის ბოსტანი 
მონასტრის საქონელი
*ლუსკუმა - ზანდუკი, კიდობანი
კატეგორია: სხვა | ნანახია: 935 | დაამატა: boys | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:




ღმერთი არს ჩვენთან
საეკლესიო კალენდარ
გალობები
სტატისტიკა

ამჯამად საიტზეა 1
სტუმარი: 1
ადმინი 0
www.wsa.ge
 



©  2010-2011