> <> <




ღმერთი არს ჩვენთან
სექციის კატეგორიები
მრწამსი [1]
ათი მცნება [1]
ცხრა ნეტარება [1]
მარხვის არსი [1]
ახალი აღთქმა [3]
ბიბლია [2]
გალობა [9]
ლოცვები [7]
მოძღვრის რჩევები [26]
ვიდეო ქადაგებები [41]
ბიოგრაფიები [4]
წმინდანების ცხოვრება [4]
სასწაულები [19]
სხვა [18]
ჩემი პატრიარქი [0]
წმინდანები [3]
შესვლის ფორმა

უფალი გფარავდეთ
ძებნა
მთავარი » 2013 » აპრილი » 25 » ბიბლია
22:19
ბიბლია

ძველი აღთქმის (39 წიგნი) დიდი ნაწილი დაწერილია ძველ ებრაულ ენაზე. მხოლოდ ზოგიერთ, შედარებით გვიანდელ წიგნში (ეზრასი და დანიელისა), გვხვდება მცირე ჩანართი არამეულ ენაზე. ძველი აღთქმა შედგენილობის მხრივ მეტად სხვადასხვაგვაროვანი კრებულია; შეიცავს ისტორიულ დოკუმენტებს, ხალხურ მითებისა და ლეგენდების ჩანაწერებს, სხვადასხვა ეპოქისა და სოციალურ ფენათა მსოფლმხედველობის ამსახველ იურიდიულ დოკუმენტებს, განსხვავებულ რელიგიურ კულტებთან დაკავშირებული რიტუალების ამსახველ ტექსტებს, რელიგიისა და ლირიკული პოეზიის ნიმუშებს. ამ ნაირგვარი მასალის შეკრება, რედაქცია და კანონიზაცია მჭიდროდ უკავშირდება ძველ ებრაულ მონოთეისტური რელიგიურ კონცეფციის ჩამოყალიბებასა და განვითარებას. საბოლოო სახე ებრაულმა ძველმა აღთქმამ საკმაოდ გვიან მიიღო. მისი კანონიზაცია დაიწყო ბაბილონის ტყვეობის შემდეგ - ძვ. წ. V საუკუნისა და დამთავრდა დაახლოებით ახ. წ. II საუკუნეში.

მიუხედავად იმისა, რომ ძველი აღთქმის რედაქტორები ტექსტის გაერთიანებისას ცდილან მთლიანად მოეშალათ პირვანდელი სხვაობანი, წიგნს მაინც ახასიათებს შინაარსობრივი, ენობრივ-სტილისტური და ჟანრობრივი სიჭრელე. ხშირია როგორც შინაარსობრივი, ასევე ფაქტობრივი შეცდომები და წინააღმდეგობები. ძველ აღთქმას ებრაულად ერთიანი სათაური არა აქვს, იგი სამ ნაწილად იყოფა. პირველს ეწოდება კანონი (ებრ. თორა), მის შედგენას ტრადიცია მოსეს მიაწერს, შედგება ხუთი წიგნისაგან (დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა და მეორე სჯული); მეორე ნაწილია წინასწარმეტყველნი; მასში შედის წიგნები - ისუ ნავესი, მსაჯულთა, სამოელის პირველი და მეორე წიგნი (ქართულად მეფეთა პირველი და მეორე), მეფეთა პირველი და მეორე (ქართულად მეფეთა მესამე და მეოთხე) წიგნი, ესაიასი, იერემიასი, ეზეკიელისა და 12 მცირე წინასწარმეტყველისა - ოსიასი, იოელისა, ამოსისა, ობადიასი, იონასი, მიქეასი, ნაუმისა, ამბაკუმისა, სოფონიასუ, ანგეასი, ზაქარიასი და მალაქიასი. მესამე ნაწილში, რომელსაც ებრაულად დაწერილები ეწოდება, შედის ფსალმუნნი, სოლომონის იგავები, იობის წიგნი, ქებათა ქება, იერემიას გოდება, ეკლესიასტე და წიგნები ესთერისა, დანიელისა, ეზრასი, ნეემიასი და ნეშტთა (პირველი და მეორე). ქრონოლოგიური ზღვარი ძველი აღთქმის ცალკეულ ნაწილებს შორის მეტად დიდია.

კატეგორია: ბიბლია | ნანახია: 1144 | დაამატა: lasha07 | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:




ღმერთი არს ჩვენთან
საეკლესიო კალენდარ
გალობები
სტატისტიკა

ამჯამად საიტზეა 1
სტუმარი: 1
ადმინი 0
www.wsa.ge
 



©  2010-2011